top of page

Unearth a Unique Experience at Hotel Qvevrebi

Welcome to Hotel Qvevrebi, where we've redefined the concept of luxury accommodation to offer you an extraordinary experience immersed in the rich traditions of Georgia. Nestled in the heart of the picturesque Kakheti region, our one-of-a-kind hotel combines the timeless charm of qvevri winemaking with modern comforts.

_G.I_06.09_edited.jpg

საქართველოს ღვინის მემკვიდრეობა

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ შევძელით რთული არქიტექტურული ნაგებობების გაცოცხლება და ქვევრის ტიპის შენობების შექმნა, ისინი საგულდაგულოდ არის დაპროექტებული ქვევრის ხატოვანი ფორმით, უძველესი თიხის ჭურჭელი, რომელმაც ათასწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს ღვინის მემკვიდრეობა. ეს არის მართლაც უნიკალური გამოცდილება, რომლის მონახულება  უკვე აუცილებელი  გახდა რეგიონში.

სასტუმრო ქვევრებში ნახავთ

გემოვნებით გაფორმებულ ინტერიერს, რომელიც ასხივებს თანამედროვე ელეგანტურობას და ხიბლს.

თითოეული ქვევრის ოთახი, ისევე როგორც მთავარი შენობა, გთავაზობთ ყველა იმ კომფორტს, რასაც პრემიუმ კლასის სასტუმროსგან ელით, ოთახებს კავკასიონის მთებისა და ვენახების მომხიბლავი ხედებით.

სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე დაგხვდებათ ღია საცურაო აუზი, აუზის ლაუნჯი,  რესტორანი, ბარი და საკონფერენციო დარბაზი.

Qvevri Shaped Room 07.jpeg
Hotel Qvevrebi Exterior Main Building Pi

დახვეწილი ქართული კერძები

ივახშმეთ რესტორანში ამფორა, სადაც გთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს, ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ, კერძებს. ისიამოვნეთ ჩვენი რეგიონის კერძებით და დააგემოვნეთ დახვეწილი ქართული ღვინოები. უგემრიელესი კერძებისა,  ვენახებისა და კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედების ერთობლიობა ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

იდეალური დასვენება

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი უმთავრესი მიზანია. ჩვენი ყურადღებიანი პერსონალი მზად არის უზრუნველყოს თქვენი  დაუვიწყარი დასვენება. გჭირდებათ დახმარება ექსკურსიების დაგეგმვაში, ღვინის დეგუსტაციების ორგანიზებაში ან უბრალოდ ადგილობრივი ატრაქციონების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, ჩვენ აქ ვართ, რომ თქვენი ვიზიტი მართლაც გამორჩეული გავხადოთ.

SIMA0109.JPG
fb-01.jpg

ღონისძიებები და დღესასწაულები

სასტუმრო ქვევრები ასევე იდეალური ადგილია განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. ქორწილს გეგმავთ, კორპორატიულ ღონისძიებას, თუ უბრალოდ ოჯახთან ერთად დროის გატარებას, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს, რათა დატკბეთ და ისიამოვნოთ მომენტით.

მოინახულეთ საქართველოს საგანძური კახეთი

კახეთი, რომელიც გიხმობთ თავისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მომხიბვლელი სოფლებით და ბუნების საოცრებებით. იმოგზაურეთ დროში, მოინახულეთ უძველესი მონასტრები, ციხესიმაგრეები და შეუდარებელი ქალაქი თელავი.სასტუმრო ქვევრები გეპატიჟებათ არაჩვეულებრივ სამყაროში, სადაც შერწყმულია ტრადიციები, კომფორტი და ბუნება. შემოგვიერთდით და დატკბით მეღვინეობის და ქართული კულტურის მომხიბლავი სამყაროთი.

shutterstock_633216923.jpeg

ხართ ღვინის მოყვარული, მოგზაური, რომელიც ეძებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს, თუ წყვილი რომანტიკულ არდაგეგებზე? ჩვენ გპირდებით დაუვიწყარ დასვენებას.  

აწიეთ ჭიქა და გაუმარჯოს წარსულისა და აწმყოს, მემკვიდრეობისა და თანამედროების შერწყმას, დაე სასტუმრო ქვევრები იყოს თქვენი კარიბჭე საქართველოს სულსა და გულში.

bottom of page